weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

Biletebi.ge დაგეგმილ კონცერტებზე: აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას

17:21 პარასკევი, 02 სექტემბერი 2022

თბილისში რუსი შოუმენის, მაქსიმ გალკინის და როკ-ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ კონცერტები შესაძლოა აღარ გაიმართოს. როგორც ბილეთების გამყიდველი ონლაინ კომპანია Biletebi.ge-ში აცხადებენ, უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, თუმცა კონცერტების ორგანიზატორს დარბაზმა უარი უთხრა ღონისძიებების ჩატარებაზე.

აფიშების მიხედვით, სპორტის სასახლეში ანდრეი მაკარევიჩისა და „მაშინა ვრემენის“ კონცერტი 24 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ხოლო მაქიმ გალკინის – 15 ოქტომბერს. Biletebi.ge-ის ინფორმაციით, უარის ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

„დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? Facebook-საც ავკრძალავთ?“ – ნათქვამია Biletebi.ge-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება საკონტროლო გასროლაა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც, რადგან „აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას“.

„დღეს დღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს), არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს - გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს. მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს“, – აცხადებს კომპანია.

შეკითხვაზე, ჩატარდება თუ არა კონცერტი, Biletebi.ge-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]