weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართულ მულტფილმებს ციფრული რესტავრაცია უტარდება

15:13 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართული ფილმმა“ მუშაობა დაიწყეს ერთობლივ პროექტზე სახელად „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ ვერსიაზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს.

მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ ასლებს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება, რაც მისი პირვანდელი სახის აღდგენას ემსახურება.

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1960-1980 წლების 20-მდე ფილმის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, შემდეგ კი პატარა და მოზარდი მაყურებლისთვის მათი წარდგენა ეროვნული არქივის კინოთეატრში.

პირველ ეტაპზე სპეციალისტები მუშაობენ მულტიპლიკაციურ ფილმებზე: „თერძი ბესო“, „საზამთრო“, „ჩიკორიკო“, „ყოჩაღი ბაკური“, „ერთხელ ტყეში“, „ბუმბული“, „სახლობანა“, „ბომბორა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ლურჯა“ და სხვა.

პროექტის მიზანი ქართული ანიმაციის დაცვისათვის მისი მაღალი ხარისხის ციფრული ასლის შექმნა და დიდ ეკრანზე ჩვენებით პოპულარიზაციის გაზრდაა. 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]