ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოიცა ინგლისურ ენაზე ნათარგმნი კრებული, რომელშიც ავტორის ცნობილი პოემებია შესული. თარგმანზე ცნობილმა ქართველოლოგმა დონალდ რეიფილდმა იმუშავა, ხოლო წიგნი გამომცემლობა Garnet Press-მა დაბეჭდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დონალდ რეიფილდს ასევე ეკუთვნის ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძის“ ინგლისურენოვანი თარგმანები.