weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხევის სიონის ეკლესიის გალავანი ჩამოიშალა

16:43 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018
ფოტო: ოთარ წამალაიძე / Facebook ფოტო: ოთარ წამალაიძე / Facebook

ისტორიულ ხევში მდებარე სიონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გალავნის ნაწილი ჩამოიშალა. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, IX-X საუკუნეებში აშენებული ეკლესიის ერთი კუთხე ფაქტობრივად ჰერშია დარჩენილი.

სოფელ სიონის მკვიდრის, ნუგზარ ოდიშვილის თქმით, გალავნის 3-4 მეტრიანი მონაკვეთი წუხელ ჩამოიშალა და ის სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

„ათას წელზე მეტია გალავანი ურყევად დგას და სავარაუდოდ, დრომ განაპირობა მისი ჩამოშლა. წვიმაც იყო და შესაძლოა ამანაც იმოქმედა. რამდენიმე წლის წინ, დასავლეთის მხარეს, გალავნის ნაწილი ჩამოიშალა. გაამაგრეს და მაგრად დგას. თუ იმ მონაკვეთის ჩამოშლა ეკლესიას საფრთხეს არ უქმნიდა, ამ შემთხვევაში უკვე ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის კუთხე ჰაერშია გამოკიდებული, საძირკვლის ნაწილი გამოჩნდა“, - ამბობს ნუგზარ ოდიშვილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამაზ ალიბეგაშვილის თქმით, გალავნის მდგომარეობას და აღდგენის საკითხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განიხილავენ.

ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი, რომელიც ეკლესიას, გალავანსა და კოშკს მოიცავს, IX-X საუკუნეებში, თლილი ქვით არის აშენებული. კომპლექსი ბორცვზე დგას და სოფელ სიონს გადაჰყურებს.

ხევის სიონის კომპლექსი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]