weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფო ხალვაში, მერაბ სეფაშვილი, ანრი ჯოხაძე და სხვები მოსკოვში იმღერებენ

23:29 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018

13 ნოემბერს მოსკოვში კონცერტი „ქართული სიმღერის საღამო“ გაიმართება, რომელშიც „ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავები“ მიიღებენ მონაწილეობას. ორგანიზატორების განცხადებით, თანამედროვე ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ სცენაზე ქართველი შემსრულებლების ასეთი „ვარსკვლავური შემადგენლობა“ წარდგება.

აფიშის მიხედვით, თბილისიდან კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ლაშა ღლონტი, ნინო ჩხეიძე, ნატო გელაშვილი, კაკული გურიელაშვილი, ბესიკ კალანდაძე, გია სურამელაშვილი, ანსამბლი „ქართული ხმები“ და თამარ ცხვიტავა. მათ რუსეთში მოღვაწე სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი და დიანა ღურწკაია შეუერთდებიან.

კონცერტი საკონცერტო დარბაზ Vegas City Hall-ში გაიმართება და ორი საათი გაგრძელდება. ადგილების მიხედვით, ბილეთის ფასი 1500 რუბლიდან 7000 რუბლამდე მერყეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]