weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წინანდალში 1000 ადამიანზე გათვლილი კლასიკური მუსიკის ცენტრი შენდება

12:26 პარასკევი, 16 ივნისი 2017

„სილქროუდ ჯგუფი“ თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ძველი ღვინის მარნის ტერიტორიაზე კლასიკური მუსიკის ცენტრს აშენებს, რომელიც 1000 ადამიანზეა გათვლილი.

კლასიკური მუსიკის ცენტრი 2017 წლის 14 სექტემბერს, ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც მაესტრო ზუბინ მეტა უდირიჟორებს.

„პროექტის ფარგლებში ღია საკონცერტო დარბაზის გარდა, დაგეგმილია 400 მსმენელზე გათვლილი დახურული საკონცერტო დარბაზის გაკეთება. ორივე პროექტი ალექსანდრე ჭავქავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმრო „რედისონის“ შემადგენელი ნაწილია. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კლასიკურ მუსიკას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ვფიქრობთ, წინანდლის კლასიკური მუსიკის ცენტრი იქნება ადგილი, სადაც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები კონცერტებს ჩაატარებენ“, - განუცხადა რეგინფოს „სილქროუდ  ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ანი ცაბაძემ.

„სილქროუდ ჯგუფი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და ბაღს იჯარით 2008  წლიდან  მართავს. კომპანია წინანდალში 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „რედისონს“ აშენებს. წინანდლის „რედისონი“ თბილისისა და ბათუმის შემდეგ ამ ბრენდის მესამე სასტუმრო იქნება საქართველოში. 120-ნომრიან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები,ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, აუზი და ფიტნეს კლუბი განთავსდება.

„წინანდალი რედისონის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც საპარტნიორო ფონდი 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს გახსნა 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]