აკაკი ბაქრაძის წიგნი „ილია ჭავჭავაძე“ ქართველი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე მოგვითხრობს, რომელთა შესახებ ავტორი დოკუმენტური სიზუსტით გვიამბობს.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გერმანულ ენაზე ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ გამოიცა.