ვენაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ქართველი მხატვრის 29 ნამუშევარია ჩატანილი. ექსპოზიციაზე ასევე გამოფენილია 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი „ფიროსმანაშვილი 1914“, რომელშიც პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა, „ფიროსმანის პორტრეტია“ შესული.
გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიება ფონდ Infinitart-ის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ალბერტინას მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.