ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონის რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, პოზიტიურია, რომ ის ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.
სოთბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნამუშევარი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოთბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.
საერთო მოსაზრებით, ნახატის ფიქსირებული ფასი დაბალია.