გარი კუნცევის მემორიალური დაფა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და ხელოვანის ვაჟიშვილმა, რეჟისორმა ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას გარი კუნცევის ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.
მემორიალური დაფის ბარელიეფის ავტორია მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე გახლავთ.
გარი კუნცევი 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა. მისი სცენარების მიხედვით შექმნილია მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. იგი 50-ზე მეტი ფილმის ხმის რეჟისორი და ოპერატორი იყო.