„მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს“.
ქუთაისის მერიამ რებილიტირებული ხიდი ოთხი დღის წინ გახსნა. დაშვებული შეცდომის შესახებ კი მას შემდეგ შეიტყო, რაც აკაკი მამრიკიშვილმა სოციალური ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მერიაში განმარტავენ, რომ ავტორის შეცდომით მითითება ტექნიკური სახის შეცდომაა და უმოკლეს დროში გამოსწორდება.
თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა, შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თეთრ ხიდს ქუთაისელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - ის ქალაქის ერთგვარი სიმბოლო და სავიზიტო ბარათია.