weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარდაიცვალა „კომიქსების მამად“ წოდებული სტენ ლი

23:00 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

ამერიკელი მწერალი, კომპანია „მარველის“ კომიქსების ავტორი, გამომცემელი, რედაქტორი და პროდიუსერი სტენ ლი 95 წლის ასაკში, ლოს ანჯელესის კლინიკაში გარდაიცვალა.

სტენ ლი, იგივე სტენლი მარტინ ლიბერი 1922 წელს რუმინეთიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1939 წელს გასართობი ჟურნალისა და კომიქსების გამომცემლობაში დაიწყო ასისტენტად მუშაობა, 50-იან წლებში კი კომპანია „მარველში“ გადაინაცვლა, სადაც მრავალი ცნობილი სუპერგმირი შექმნა, მათ შორის: ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები, დოსტორი სტრეინჯი, ფანტასტიკური ოთხეული, რკინის კაცი, თორი, ადამიანი-ჭიანჭველა და სხვა.

იგი კომიქსების კომპანია „მარველის“ პრეზიდენტი იყო და „მარველის“ კომიქსების მიხედვით შექმნილ თითქმის ყველა ფილმში ე.წ. კამეო როლები ჰქონდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]