ორი ოსკარის მფლობელი უილიამ გოლდმენი არაერთი ცნობილი ფილმის სცენარის ავტორიცაა. აღიარება, პოპულარობა და ოსკარები მას მოუტანა კლასიკურმა ფილმებმა „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“ (1969) და „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ (1976). მწერალს ათზე მეტი რომანი და ოცდაათამდე ფილმის სცენარი აქვს დაწერილი.
უილიამ გოლდმენის ცნობილი ნაწარმოებებია „მარათონელი“ და „პრინცესა პატარძალი“, რომელთა მიხედვით ასევე არსებობს იგივე სახელწოდებების მქონე ცნობილი ფილმები.