სპექტაკლში ლიტველ კოლეგებთან ერთად ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სპექტაკლი „ფიროსმანი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტვის რესპუბლიკაში და მრავალჯერ იყო წარმოდგენილი ლიტვის სხვადასხვა ქალაქების თეატრების სცენაზე.
თელავში პრემიერას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ლიტვის რეპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ლიტვის ქალაქ კედაინაის რაიონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის დირექტორი ოვიდიუს კაჩიაუსკასი და სხვა საპატიო სტუმრები.