ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმმა „ამბოხი ბაუნტიზე“ ერთადერთი ოსკარი მიიღო და ფილმის პროდიუსერის, ლეგენდარული ირვინგ თალბერგის შთამომავლები ჯილდოს 200-300 ათას დოლარად ყიდიან.
„ჯენტელმენურმა შეთანხმებამ“ საუკეთესო ფილმის გარდა სცენარისა და მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა. ქანდაკებას ანონიმური მფლობელი 150-200 ათას დოლარად აფასებს.
ეს ოსკარებით ვაჭრობის პირველი შემთხვევა არ არის. 1999 წელს, პოპ-მუსიკისის მეფე მაიკლ ჯექსონმა დევიდ ო. სელზნიკის კუთვნილი ოსკარი, რომელიც პროდიუსერმა „ქარწაღებულებისთვის“ (1939) მიიღო, 1.5 მილიონ დოლარად შეიძინა. 2011 წელს კი „მოქალაქე კეინისთვის“ (1941) მიღებული ორსონ უელსის ქანდაკება 861 ათას დოლარად გაიყიდა.