weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

13:51 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

აღიარებული იტალიელი კინორეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი იტალიის დედაქალაქ რომში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი ოსკარის, ორი ოქროს გლობუსისა და სხვა მრავალი კინოჯილდოს მფლობელი კინოხელოვანი ბოლო პერიოდში სიმსივნეს ებრძოდა.

ბერნარდო ბერტოლუჩი 1941 წელს ქალაქ პარმაში, შეძლებული პოეტის ოჯახში დაიბადა. 21 წლის ასაკში ჯილდო სწორედ პოეზიისთვის მიიღო, მისი სადებიუტო სარეჟისორო ფილმი (La commare secca) კი პიერ პაოლო პაზოლინის მოთხრობის მიხედვით 1962 წელს გამოვიდა.

ბერნარდო ბერტოლუჩი მოღვაწეობდა როგორც ევროპულ კინოში, ისე - ჰოლივუდში. პოპულარობა მოუტანა 1970 წლის ფილმმა „კონფორმისტი“ და ფრანგულ-იტალიურმა გახმაურებულმა ეროტიკულმა დრამამ „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ (1972), საყოველთაო აღიარება და კინოჯილდოები კი - ბიოგრაფიულ-ისტორიულმა შედევრმა „უკანასკნელი იმპერატორი“, რომელიც 1987 წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა და 9 ოსკარის ჯილდო ერგო.

რეჟისორის ფილმოგრაფიაში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია ფილმებს: 1900 (1976), Little Buddha (1993), Stealing Beauty (1996), The Dreamers (2003).

2011 წელს ბერნარდო ბერტოლუჩის კანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადაეცა. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]