weather cur horoscope tv
აგვისტო 14, 2020

ქართული ანიმაცია „ჯინო“ კიდევ ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა

13:35 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 hits 553

არაერთი ჯილდოს მფლობელი ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო“ კიდევ ორი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა.

დავით კიკნაველიძის ანიმაციას ლონდონში გამართულ ფესტივალზე (South West London International Film Festival) საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო გადაეცა, ხოლო სანკტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე - International Environmental Film Festival Green Vision, „ჯინო“ მომავლის ოპტიმისტური ხედვისთვის დააჯილდოვეს.

„ჯინო“ პირველი ქართული სამგანზომილებიანი ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]