weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი დაუბრუნდა

14:19 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.

ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა. თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და დიდი ქართველი მრეწველის აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.

„უნიკალური საგანძურის სამშობლოსათვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისათვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთი წლის წინ და-ძმა ვოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს.

თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და მის მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა პორტრეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, უნიკალური ხელოვნების ნიმუში უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]