weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პრეზიდენტის ინაუგურაციის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება

18:29 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. ფოცხიშვილის თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია დღეს მიიღეს, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყეს.

„ვფიქრობ, ეს ღონისძიება უნდა იყოს ღირსეული, დახვეწილი, გემოვნებიანი, ქართულიც და ევროპულიც, ამავდროულად. სიყვარულით, პატივისცემით და დიდი მოწიწებით შევეცდები, რომ გამოვიდეს კარგი ინაუგურაცია.

ჩემთან ერთად შემოქმედებით ჯგუფში არიან მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, ნიკოლოზ შველიძე და კიდევ ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც ინაუგურაციაზე იმუშავებს, იმიტომ, რომ ინაუგურაცია რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს და რთული გასაკეთებელია. ადგილი, რომელზეც ჯერჯერობით ლაპარაკია, არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი, სათუთი და ულამაზესი. ვფიქრობ, რომ თელავში ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]