weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სერგეი ლოზნიცას თბილისის კინოფესტივალზე „საპატიო პრომეთე“ გადაეცა

12:23 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

უკრაინელ რეჟისორ სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი ფილმის, „დონბასის“ ჩვენების შემდეგ საპატიო „პრომეთეს“ ჯილდო გადაეცა. რეჟისორის თქმით, ფილმი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზეა, რაც საქართველოსთვისაც აქტუალური თემაა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას სამი ახალი ფილმია წარმოდგენილი – „დონბასი”, „პროცესი“ და „გამარჯვების დღე“.

2010 წელს უკრაინელი რეჟისორის ფილმი „ჩემი ბედნიერება” კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, 2012 წელს კი კანის კინოფესტივალზე ფილმი „ნისლში” ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული, რაც შეეხება გახმაურებულ სურათ „დონბასს“, მას კანის წლევანდელ ფესტივალზე ჯილდო ერგო მეორეხარისხოვან სექციაში - Un Certain Regard.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]