weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცნობილია პრემია „დურუჯის“ 2018 წლის გამარჯვებულები

16:27 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

თეატრალური პრემია „დურუჯის“ საიუბილეო მე-10 დაჯილდოებაზე, რომლის ცერემონიაც ტრადიციულად ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში გაიმართა, 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საუკეთესო რეჟისორის პრიზი და 12 000 ლარი ელენე მაცხონაშვილს გადაეცა, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლისთვის „წერილი ჯერალდინას“.

საუკეთესო თანამედროვე ქართულ პიესად ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ დასახელდა – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი.

საუკეთესო სცენოგრაფიისთვის ჯილდო სერგეი შივცმა მიიღო სპექტაკლისთვის „ანტიგონე“ – გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი.

საუკეთესო მსახიობ მამაკაცად თორნიკე გოგრიჭიანი დასახელდა – სამეფო უბნის თეატრი, „მარიონეტების ცხოვრებიდან“

საუკეთესო მსახიობი ქალი მეგი კობალაძე გახდა – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი“.

აქვე შეგახსენებთ, რომ „დურუჯი“ საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]