weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად დემნა გვასალია დასახელდა

12:16 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018

ლონდონში მდებარე „როიალ ალბერტ ჰოლში“ გამართულ 2018 წლის მოდის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე (The Fashion Awards) წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალია დასახელდა.

აღნიშნული ჯილდოსთვის გვასალიას Gucci-ს სახლის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე, ჯონათან ანდერსონი (Loewe), მარია გრაცია კიური (Dior) და მიუჩა პრადა (Prada) ეცილებოდნენ.

წლის დიზაინერი Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერ პაოლო პიჩოლი გახდა, 2018 წლის მთავარი ბრენდის ჯილდო კი იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ მოიპოვა.

დაჯილდოების მთავარი სიურპრიზი ცერემონიაზე მეგან მარკლის გამოჩენა იყო. ორსულმა ჰერცოგინიამ წლის ბრიტანელი დიზაინერის ნომინაციაში გამარჯვებული კლერ უაიტ კელერი წარადგინა, რომელმაც მეგან მარკლის საქორწილო კაბაზე იზრუნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]