weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ევროპული ოსკარების“ ტრიუმფატორი პაველ პავლიკოვსკის „ცივი ომი“ გახდა

13:19 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

ევროპული კინოაკადემიის (EFA) რიგით 31-ე დაჯილდოებაზე, რომელსაც ესპანეთის ქალაქმა სევილიამ უმასპინძლა, საუკეთესო ფილმად აღიარებული რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის შავ-თეთრი რომანტიკული დრამა „ცივი ომი“ დასახელდა. პოლონურ ფილმს ჯამში ყველაზე მეტი, ხუთი ჯილდო ერგო.

პავლიკოვსკის ფილმს, რომელმაც წელს უკვე მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისურაში, მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლაში ოთხი ფილმი ეცილებოდა: „საზღვარი“ (შვედეთი, რეჟ: ალი აბასი), „დოგმენი“ (იტალია, რეჟ: მატეო გარონე), „გოგონა“ (ბელგია, რეჟ: ლუკას დონტი), „ბედნიერი ლაცარო“ (იტალია, რეჟ: ალიჩე რორვახერი). „ცივი ომი“ ასევე გახდა გამარჯვებული საუკეთესო სცენარის, (პაველ პავლიკოვსკი) საუკეთესო ქალი მსახიობისა (იოანა კულიგი) და საუკეთესო მონტაჟის ნომინაციებში.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო იტალიელმა მარჩელო ფონტემ მოიპოვა, რომელმაც „დოგმენში“ შესრულებული დრამატული როლით გაზაფხულზე კანის კინოფესტივალის პრიზიც მოიგო.

საუკეთესო კომედიური ფილმის წოდება გახმაურებულ ბრიტანულ სატირას, რეჟისორ არმანდო იანუჩის ტრაგიკომედია „სტალინის სიკვდილს“ ერგო.

მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისა და დამსახურებული კინოკარიერისთვის კი „ევროპულ ოსკარებად“ წოდებულ დაჯილდოებაზე ბრიტანელი ვარსკვლავი რეიფ ფაინსი და ესპანელი მსახიობი კარმენ მაურა დააჯილდოვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]