პენი მარშალის სამსახიობო კარიერა სატელევიზიო სერიალებთან ასოცირდება, რა დროსაც იგი სამჯერ წარადგინეს ოქროს გლობუსზე 70-იანების კომედიური ტელესერიალით - Laverne & Shirley.
რეჟისორის კარიერაში პენი მარშალმა 7 ფილმი გადაიღო, მათგან ყველაზე წარმატებული უკვე ხსენებული სურათი „დიდი“ (Big) გახლავთ, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა ტომ ჰენკსი ასრულებს. აღიარება და წარმატება ასევე ხვდა წილად რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულ ფილმს „გამოღვიძება“ (Awakenings), სადაც მთავარ როლებს რობინ უილიამსი და რობერტ დე ნირო ასრულებენ და სპორტულ დრამას - „მათი საკუთარი ლიგა“ (A League of Their Own), რომელშიც ასევე ტომ ჰენკსი და მომღერალი მადონა მონაწილეობენ.