weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეგვიპტეში 4400 წლის უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს

15:04 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს სამხრეთით მდებარე საქარის რეგიონში საკმაოდ კარგად შემონახული უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. მკვლევარების ცნობით, 4400 წლის სამარხი ეკუთვნის სამეფო ქურუმს, რომელსაც მათი აზრით, ძალიან უნდა ჰყვარებოდა დედა, რადგან მის სახელს ქურუმი თითქმის ყველგან იხსენიებს, როგორც უთვალავ იეროგლიფში, ისე ქანდაკებებსა და ნახატებში.

ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის თქმით, ეს აღმოჩენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბოლო ათ წელში.

ქურუმის სახელი იყო ვაჰტიე. იგი მსახურობდა ეგვიპტის მეხუთე დინასტიის დროს, ფარაონ ნეფერირკარა კაკაის მეფობისას. მისი სამარხის სიგრძე დაახლოებით 10 მეტრია, სიგანე და სიმაღლე კი 3 მეტრი.

ორი დონისგან შემდგარი სამარხი, რომელიც გაძარცვული არაა და თითქმის ბრწყინვალედაა შემონახული, სავსეა სკულპტურებითა და ქურუმისა და მისი ოჯახის წევრების ამსახველი ნახატებით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]