weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით ოქიტაშვილი საბალეტო დასის ხელმძღვანელობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს

15:34 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილისა და გრიგოლ ვაშაძისგან უნდა გათავისუფლდეს.

პირველი არხის ინფორმაციით, ოქიტაშვილმა თქვა, რომ ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.

„ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი მსახიობი, არ აკარებენ ოპერას.

ასევე, შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე.

იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მეუღლეა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს ანანიაშვილი 2004 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]