weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

3000 წლის წინანდელმა სპილენძის ნიღაბმა შესაძლოა ისტორია ხელახლა დაწეროს

15:54 პარასკევი, 23 ივნისი 2017

ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში აღმოჩენილმა სპილენძის ნიღაბმა, რომლის ასაკიც 3000 წელია, შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს აქამდე არსებული მოსაზრებები ამ რეგიონის უძველესი მოსახლეობის მიერ მეტალის დამუშავების შესახებ.

ნიღაბი სიგრძეში 18 სანტიმეტრია, სიგანეში - 15 სმ. ის წლების წინ სოფლის მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, თუმცა მისი დათარიღება მხოლოდ ახლა მოხერხდა. ექსპერტთა უმეტესობას სჯერა, რომ სამხრეთ ამერიკაში მეტალურგია პერუში ჩაისახა, თუმცა ამ ქვეყნიდან ასობით კილომეტრის მოშორებით აღმოჩენილი სპილენძის ნიღაბი პერუში ნაპოვნ მსგავს არტეფაქტებზე უფრო ძველია. 

„ეს ნიღაბი ანდებში აღმოჩენილი უძველესი, განზრახ დამუშავებული სპილენძის ნივთია. რადიონახშირბადული დათარიღება კი მიუთითებს, რომ მეტალის დამუშავების ტექნოლოგია სათავეს იღებს ანდების რამდენიმე და არა ერთი კონკრეტული რეგიონიდან“, - განმარტავს ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის არქეოლოგ მკვლევართა ჯგუფი. 

ნიღბის აღმოჩენისას გვერდით 14 ჩონჩხსაც მიაკვლიეს, რაც სავარაუდოდ იმის მიმანიშნებელია, რომ სპილენძის ნიღაბი დასაფლავების რიტუალის ნაწილი იყო. ძვლები ძვ. წ. 1414-1010 წლებით თარიღდება და თუკი ნიღაბიც ამავე პერიოდშია დამარხული, გამოდის, რომ არგენტინაში უძველესი ადამიანები მეტალურგიით იმაზე ბევრად უფრო ადრე იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.  

ექსპერტთა შეფასებით, ნიღაბი, რომელიც სუფთა სპილენძისაა, განმეორებადი ტექნიკის გამოყენებითაა დამზადებული, ანუ სპილენძის გააცხელებითა და შემდეგ გაციებისას ჩაქუჩით დამუშავებით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მის შემქმნელებს გაცილებით დიდი უნარები ჰქონდათ, ვიდრე სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილ იგივე ეპოქის სხვა არტეფაქტების ავტორებს.  

თუკი დადგინდა, რომ არგენტინისა და ანდების ეს ნაწილი ნამდვილად არის ის ზონა, საიდანაც მეტალურგიამ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე განვითარება დაიწყო, ისტორიკოსებს უდავოდ ბევრი საფიქრალი მიეცემათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]