weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პირველი ქართველი რეჟისორი ქალის აკრძალული ფილმი ეკრანებს უბრუნდება

15:19 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „უჟმური“ 85 წლის შემდეგ კინოეკრანებს უბრუნდება.

ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნულ არქივში ნუცა ღოღობერიძის ქალიშვილის, ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაიგეგმა.

ნუცა ღოღობერიძის პირველი ფილმი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს დაუბრუნდა, „ბუბა“ გახლავთ. პროექტი „ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება“ 2016 წელს დაიწყო. სულ ჩამოტანილია 34 ფილმი.

ფილმის დაბრუნების შემდეგ მოხდა ფირის დიგიტალიზაცია ანუ ციფრულ ვერსიად გარდაქმნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]