weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი შველიძე ამერიკელ კინოოპერატორთა დაჯილდოების ნომინანტია

16:39 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC) რიგით 33-ე დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია, ერთ-ერთ კატეგორიაში (Spotlight Award) კი წარდგენილია ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ფილმისთვის „ნამე“.

აღნიშნულ კატეგორიაში ქართველ ნომინანტთან ერთად ჯილდოსთვის იბრძოლებენ ფრანკ ვან დერ ეედენი (Girl) და ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი (The Rider).

ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი ოპერატორი ამ ჯილდოზე წარადგინეს. საგულისხმოა, რომ 2017 წელს ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტი ესპანელი ოპერატორი გროკა გომეს ანდრეუ გახდა რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ქართული ფილმისთვის „სხვისი სახლი“.

ASC Awards 9 თებერვალს გაიმართება. სხვა ნომინანტებს შორის მოხვდა ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა: Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა.

წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს ზეიმობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რეჟისორ ზაზა ხალვაშის დრამა „ნამე“, რომელიც საქართველოს რჩეული ფილმი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად, ოსკარისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]