ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა როლს ასრულებს მერაბ ნინიძე, თუმცა სავარაუდოდ ის საბჭოელ პერსონაჟს განასახიერებს.
ფილმის სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ჯაშუშ გრევილ უინის (კამბერბაჩი) რუს აგენტთან ერთად კუბის კრიზისში მონაწილეობის ისტორიას მოგვითხრობს.
ფილმის რეჟისორი ნაკლებად ცნობილი დომინიკ კუკი იქნება, სცენარის ავტორი კი ტომ ო’კონორი.