მარტი 26, 2019
weather cur horoscope tv

„გრეის ანატომიაში“ ქართველი მსახიობი გამოჩნდება

11:30 შაბათი, 12 იანვარი 2019 hits 374

ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი პოპულარულ სერიალ „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მსახიობი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ფოტოს მეშვეობით ავრცელებს.

ტელეარხ ABC-ის წარმატებული სერიალი ამჟამად ეთერში მე-15 სეზონით გადის. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ეკრანზე 25 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ახლა ლოს ანჯელესში ცხოვრობს.

„გრეის ანატომიას“, რომელიც 2005 წლიდან გამოდის, სხვადასხვა დაჯილდოებებზე მიღებული აქვს 50-მდე ჯილდო, მათ შორის - 2 ოქროს გლობუსი და 5 ემის ჯილდო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]