weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვიკიპედია 18 წლის გახდა

14:42 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

მსოფლიოს უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკლოპედია დღეს 18 წლის გახდა. ვიკიპედია 2001 წლის 15 იანვარს, ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა დაფუძნეს. მალევე ინგლისურის გარდა განყოფილებები სხვადასხვა ენებზეც გაკეთდა.

ვიკიპედიას და მის პროექტებს ფლობს და მართავს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია Wikimedia Foundation. პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.

ვიკიპედიის მთავარი პრინციპი მოხალისეობაა. ნებისმიერ სტატია, რომელსაც ვიკიპედიაში ხედავთ, შექმნილია მოხალისეთა მიერ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ვიკიპედიაში ჩართვა და მისი გამდიდრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რასაც ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა განსაზღვრავს.

დღეისათვის, ვიკიპედია 293 სხვადასხვა ენაზე არსებობს და მოიცავს მილიონობით სტატიას. უდიდესი განყოფილება ინგლისურენოვანი ვიკიპედიაა, რომელიც ამჟამად 5.7 მილიონ სტატიას შეიცავს.

2003 წლის ნოემბერში ვიკიპედიის განყოფილება ქართულ ენაზეც შეიქმნა. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია,  ამჟამად კი მასში 126 250 სტატიაა და ამ მაჩვენებლით, 288 სხვადასხვა ენაზე არსებულ ვიკიპედიას შორის ქართულენოვანი 57-ე ადგილს იკავებს. ამჟამად, ქართულენოვან ვიკიპედიას 3 ადმინისტრატორი, 2 ბიუროკრატი და 32 შემმოწმებელი ჰყავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]