არა ერთი პრესტიჟული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი ზურაბ წერეთელი ნიუ იორკის კეთილი ნების ელჩია, ასევე - ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, საბავშვო ფონდ „სასწაულების ბაღის” პრეზიდენტი და მოსკოვის საერთაშორისო „იუნესკოს დახმარების ფონდის” დამფუძნებელი.
წერეთლის ექსპოზიცია Saatchi Gallery-ში 23 იანვრიდან 17 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.