weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ჰარი პოტერი“ 20 წლისაა

15:01 ორშაბათი, 26 ივნისი 2017

პერსონაჟ ჰარი პოტერის შესახებ პირველი წიგნის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი გავიდა. მსოფლიოში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნის ფანებს იუბილე „ფეისბუქმაც“ მიულოცა - რამდენიმე სიტყვის (Harry Potter, Slytherin, Gryffindor) დაწერით ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხის ხილვა შეგიძლიათ.

ჰარი პოტერის შესახებ არსებული 7 ფანტასტიკური ჟანრის წიგნი, რომელიც ჯოან როულინგმა დაწერა, მსოფლიო ბესტსელერად იქცა. მისმა გაყიდვებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ავტორ ჯოან როულინგის წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ როულინგის ქონება 576 მილიონ ბრიტანულ სტერლინგად შეაფასა. იგი პირველია ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა.

ჰარი პოტერის სერიული წიგნების გარდა, ასევე არსებობს მისი სიუჟეტური გაგრძელება პიესა და წიგნებზე დაფუძნებული რვა მხატვრული ფილმი, რომელთაც ჯამში ოსკარების 12 ნომინაცია აქვთ მოპოვებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]