weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბერლინალეზე იანა უგრეხელიძის ანიმაცია „ომის იავნანას“ აჩვენებენ

15:20 ორშაბათი, 21 იანვარი 2019

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა Generation Kplus-ში მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ომის იავნანა“ (Armed Lullaby) მოხვდა. ფილმის ავტორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი იანა უგრეხელიძეა.

ანიმაციის სიუჟეტი აფხაზეთის კონფლიქტზეა, რომელიც ოთხი ბავშვის თვალითაა დანახული. ისინი ხანძარში გახვეული ქალაქიდან სხვადასხვა გზებით გარბიან: ერთი გემით, ერთი თვითმფრინავით, ერთიც ავტობუსით, ხოლო მეოთხეს გზის გავლა ფეხით, სვანეთის თოვლით დაფარული მთებით უწევს.

იანა უგრეხელიძის პირველი ანიმაციური ფილმის Summer Story-ის პრემიერა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, სადაც იგი დაჯილდოვდა როგორც - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი.

ბერლინალე წელს 7-დან 17 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მაყურებელს ქართული ანიმაციის ნახვა 11 თებერვალს შეეძლება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]