მერებს ეს წოდება საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მიანიჭა.
დაჯილდოება 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა.