weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2021

2017 წლის მსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები ცნობილია

11:16 ორშაბათი, 30 იანვარი 2017 hits 1522

ლოს ანჯელესის შრაინერების აუდიტორიაში ოსკარების დაჯილდოების კიდევ ერთი წინამორბედი პრესტიჟული ამერიკული კინოდაჯილდეობა, მსახიობთა გილდიის ჯილდოს გადაცემის 23-ე ცერემონია გაიმართა, რომელშიც რამდენიმე გამარჯვებულის ვინაობა მოულოდნელი გამოდგა.

მთავარი ნომინაციის, სამსახიობო გუნდი საუკეთესო შესრულებისთვის, რეჟისორ თეოდორ მელფის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამა „ფარული რიცხვები“ (Hidden Figures) დაჯილდოვდა, რაც მოულოდნელობა იყო. აფრო-ამერიკელ მეცნიერ ქალებზე შექმნილ ბიოგრაფიულ დრამაში ცხრა მსახიობი დაჯილდოვდა, კრიტიკოსები კი გამარჯვებას სხვა ნომინანტებს უწინასწარმეტყველებდნენ.

გარკვეულწილად სიურპრიზად შეფასდა ასევე მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის დენზელ ვაშინგტონის აღიარება, რომელმაც ამ მხრივ მთავარ კონკურენტებს, კეისი აფლექსა და რაიან გოსლინგს აჯობა.

მხატვრული ფილმების ნომინაციებში ნომინანტთა და გამარჯვებულთა (დახრილი ხაზით) სია ასეთია:

მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულება:

დენზელ ვაშინგტონი (Fences)

კეისი აფლექი (Manchester by the Sea)

ენდრიუ გარფილდი (Hacksaw Ridge)

რაიან გოსლინგი (La La Land)

ვიგო მორტენსენი (Captain Fantastic)

ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულება:

ემა სტოუნი (La La Land)

ემი ადამსი (Arrival)

ემილი ბლანტი (The Girl on the Train)

ნატალი პორტმანი (Jackie)

მერილ სტრიპი (Florence Foster Jenkins)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება:

მაჰერშალა ალი (Moonlight)

ჯეფ ბრიჯესი (Hell or High Water)

ჰიუ გრანტი (Florence Foster Jenkins)

ლუკას ჰეჯესი (Manchester by the Sea)

დევ პატელი (Lion)

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება:

ვაიოლა დევისი (Fences)

ნაომი ჰარისი (Moonlight)

ნიკოლ კიდმანი (Lion)

ოქტავია სპენსერი (Hidden Figures)

მიშელ უილიამსი (Manchester by the Sea)

კასკადიორთა გუნდის საუკეთესო შესრულება:

Hacksaw Ridge

Captain America: Civil War

Doctor Strange

Jason Bourne

Nocturnal Animals

სამსახიობო გუნდის საუკეთესო შესრულება:

Hidden Figures (მაჰერშალა ალი, კევინ კოსტნერი, კირსტენ დანსტი, ტარაჯი პ. ჰენსონი, ალდის ჰოჯი, ჯანელ მონაე, ჯიმ პარსონსი, გლენ პაუელი და ოქტავია სპენსერი)

Captain Fantastic (ანალის ბასო, შრი კრუკსი, ენ დაუდი, კატრინ ჰანი, ნიკოლას ჰამილტონი, სამანტა აისლერი, ფრენკ ლანჯელა, ჯორჯ მაკკეი, ერინ მორიარტი, ვიგო მორტენსენი, მისი პაილი, ჩარლი შიტუელი და სტივ ზანი)

Fences (ჯოვან ადეპო, ვაიოლა დევისი, სტივენ ჰენდერსონი, რასელ ჰორნსბი, სანია სიდნი, დენზელ ვაშინგტონი და მიკელტი უილიმასონი)

Manchester by the Sea (კეისი აფლექი, კაილ ჩენდლერი, ლუკას ჰეჯესი, გრეტხენ მოლი, მეთიუ ბროდერიკი და მიშელ უილიამსი)

Moonlight (მაჰერშალა ალი, ნაომი ჰარისი, ანდრე ჰოლანდი, ჯარელ ჯერომი, ჯანელ მონაე, ტრევანტე როუდზი და ეშტონ სანდერსი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]