ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. ასევე, ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან.
„ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში“, – აცხადებენ სამინისტროში.
მარიო ვარგას ლიოსას ნობელის პრემია 2010 წელს, „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიენიჭა.