weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუმინეთში პოეტ ბესიკის ბიუსტი გაიხსნა

16:58 პარასკევი, 25 იანვარი 2019

რუმინეთში მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესარიონ გაბაშვილის, იგივე ბესიკის ბიუსტი გაიხსნა. პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ იაშიში გაატარა.

ღონისძიების ფარგლებში, პირველად იქნა წარმოდგენილი რუმინულ ენაზე თარგმნილი ბესიკის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც. ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტო-სურათების გამოფენა და თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიღვნილი გამოფენა სახელწდებით „თბილისი, ქუთაისი - კულტურა გვაახლოვებს“.

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ასევე გაფორმდა შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების შესახებ, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები და ლიტერატურის კრიტიკოსები, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქალაქ იაშის მერი მიხაი კირიკა და ქუთაისის მერიის დელეგაცია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]