weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარდაიცვალა კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი

12:30 შაბათი, 26 იანვარი 2019

აღიარებული ფრანგი კომპოზიტორი, სამი ოსკარის, ოქროს გლობუსის, გრემისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მიშელ ლეგრანმა ორასზე მეტი ფილმისა და სერიალისთვის დაწერა მუსიკა. კომპოზიტორს უმუშავია ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ჟან-ლიუკ გოდარი, ჟაკ დემი, კლოდ ლელუში, კლინტ ისტვუდი, რიჩარდ ბრუკსი, რობერტ ოლტმენი და სხვა.

კინოკომპოზიტორს, რომელიც ჯაზის პიანისტიც იყო, პირველი საოსკარე ნომინაცია „შერბურის ქოლგებისთვის“ ერგო, ოსკარები კი 1968 წლის ფილმ „თომას ქრაუნის აფერასთვის“ შექმნილი სიმღერისთვის („The Windmills of Your Mind“) და ორიგინალი მუსიკის დაწერისთვის მოიპოვა, ფილმებში - „42 წლის ზაფხული“ და „იენტლი“.

მიშელ ლეგრანი საქართველოს 2008 წლის დეკემბერში ეწვია და კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართა. „მინდა, მხარში ამოვუდგე ქართველ ხალხს და შევუმსუბუქო ის ტკივილი, რაც ცოტა ხნის წინ გადაიტანა” - ასე ახსნა ფრანგმა კომპოზიტორმა თბილისში ვიზიტი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]