ბეირუთი, ლიბანი - პირველი მოსახლე: 3000 წ. ჩვენს ერამდე. ლიბანის ამჟამინდელი დედაქალაქი ძველი ფინიკიური კულტურის ცენტრი იყო.
გაზიანთეფი, თურქეთი - პირველი მოსახლე: 3650 წ. ჩვენს ერამდე. სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სამხრეთ თურქული ქალაქი ხეთების ცივილიზაციის დროინდელია, შემდგომში კი იქ რომაული კულტურის ნიმუშებია ნაპოვნი.
პლოვდივი, ბულგარეთი - პირველი მოსახლე: 4000 წ. ჩვენს ერამდე. ქალაქში ნეოლითური პერიოდის დასახლებებია ნაპოვნი. იქ ჯერ თრაკიელები ბატონობდნენ, შემდგომში - მაკედონელები. პლოვდივში არსებობს ანტიკური სტადიონი და თეატრი.
სიდონი, ლიბანი - პირველი მოსახლე: 4000 წ. ჩვენს ერამდე. ბეირუთის სამხრეთით, 25 კმ-ში მდებარე ქალაქი ფინიკიური ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა.
ფაიუმი, ეგვიპტე - პირველი მოსახლე: 4000 წ. ჩვენს ერამდე. ქაიროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქი ასევე ცნობილი იყო, როგორც კროკოდილოპოლისი - ანტიკური ეგვიპტური ქალაქი, რომელშიც წმინდა ნიანგს, პეცუხოსს ეთაყვანებოდნენ.
სუსა (შუში), ირანი - პირველი მოსახლე: 4200 წ. ჩვენს ერამდე. ქალაქი ელამის ცივილიზაციის დედაქალაქი გახლდათ, რომელიც შემდეგ ასურელებმა დაიპყრეს, შემდეგ კი - აქემენიდებმა, მეფე კიროს დიდის წინამძღოლობით. დღეს იქ 65 000 მაცხოვრებელი ცხოვრობს.
დამასკო, სირია - პირველი მოსახლე: 4300 წ. ჩვენს ერამდე. დამასკო მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი მოქმედი დედაქალაქია.
ალეპო (ჰალაბი), სირია - პირველი მოსახლე: 4300 წ. ჩვენს ერამდე. მოსახლეობით სირიის ყველაზე დიდი ქალაქი საუკუნეების მანძილზე ასურელების, ბერძნების, რომაელების, ბიზანტიელების, არაბების, ჯვაროსნების, მონღოლებისა და ოსმალების ხელიდან ხელში გადადიოდა.
ბიბლოსი, ლიბანი - პირველი მოსახლე: 5000 წ. ჩვენს ერამდე. ფინიკიელებმა დაარსებისას მას გაბალი უწოდეს, ბერძნებმა კი ბიბლოსი, რადგან ქალაქი მათ საწერ მასალა პაპირუსით ამარაგებდა.
იერიქონი, პალესტინა - პირველი მოსახლე: 9000 წ. ჩვენს ერამდე. არქეოლოგებისა და ისტორიკოსთა წყაროებით, ყველაზე ძველი დასახლებული ქალაქი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებული იერიქონია.