„წინანდალს“ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი დიპლომი ანსამბლს „არგენტინის ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტმა, ბარბარა ტომასონ ვიუმ გადასცა.
ანსამბლი „წინანდალი“ 1984 წელს შეიქმნა. წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელი ლევან აბაშიძე იყო. ამჟამად ანსამბლში, რომელსაც მერაბ რაზმაძე ხელმძღვანელობს, 7 წევრია. „წინანდლის“ რეპერტუარში ქართლ-კახური სიმღერებია.