weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თელავში ანსამბლ „წინანდლის“ ვარსკვლავი გაიხსნა

10:57 კვირა, 27 იანვარი 2019
ფოტო: Facebook / Giga Beradze ფოტო: Facebook / Giga Beradze

ფოლკლორულ ანსამბლ წინანდალს“ თელავის მუსიკალური სასწავლებლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. წელს ანსამბლის დაარსებიდან 35 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღონისძიება გაიმართა. „წინანდალს“ იუბილე ანსაბლებმა რუსთავმა“ და ქართულმა ხმებმა“ მიულოცეს.

„წინანდალს“ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი დიპლომი ანსამბლს „არგენტინის ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტმა, ბარბარა ტომასონ ვიუმ გადასცა.

ანსამბლი „წინანდალი“ 1984 წელს შეიქმნა. წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელი ლევან აბაშიძე იყო. ამჟამად ანსამბლში, რომელსაც მერაბ რაზმაძე ხელმძღვანელობს, 7 წევრია. „წინანდლის“ რეპერტუარში ქართლ-კახური სიმღერებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]