weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტრეტიაკოვის გალერეიდან მოპარული არხიპ კუინჯის ტილოს ქურდი დააკავეს

12:26 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარე ტრეტიაკოვის გალერეიდან ბერძნული წარმოშობის რუსი პეიზაჟისტის, არხიპ კუინჯის ტილოს მოპარვაში ეჭვმიტანილი დააკავეს. თავად ნახატი მოსკოვის ოლქში აღმოაჩინეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცია, რომელიც მოსკოვის ოლქის სოფელ ზარეჩიეში დააკავეს. იგი წარსულში სამართალდამცველების მიერ დაკავებული იყო ნარკოტიკის შენახვისთვის. დაკითხვისას მან განაცხადა, რომ მოპარული ტილო ოდინცოვის რაიონში მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე დამალა. ხელოვნების ნიმუში სწორედ მითითებულ ადგილას აღმოაჩინეს.

არხიპ კუინჯის ტილო „აი-პეტრი. ყირიმი“ ტრეტიაკოვის გალერეიდან 27 იანვარს მოიპარეს. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცმა ტილო მრავალი ვიზიტორის თვალწინ ჩამოხსნა კედლიდან, ამოიღო ჩარჩოდან და წაიღო, თვითმხილველებს ის მუზეუმის თანამშრომელი ეგონათ.

მოწმეების ჩვენებების საფუძველზე სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ფოტორობოტი შეადგინეს.

არხიპ კუინჯის ნამუშევრების გამოფენა ტრეტიაკოვის გალერეაში 2018 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე მხატვრის 180-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]