ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას სასტუმროების გახსნის და კერძო ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს.
„დასრულების ფაზაშია უშგულის 4 თემის გენგეგმა. გვინდა არსებული კოშკების აღდგენა და ინფრატსრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე იქ მოსაგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემა, ასევე, ინტერნეტიზაცია. ეს აუცილებელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ასევე ბიზნესის განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.