weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შვედი მსახიობი მიკაელ ნიუკვისტი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

12:03 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

ცნობილი შვედი კინოვარსკვლავი მიკაელ ნიუკვისტი 56 ასაკში, სტოკჰოლმში გარდაიცვალა. მსახიობი უკანასკნელ წლებში ფილტვის კიბოს ებრძოდა.

მიკაელ ნიუკვისტს, რომელმაც კარიერა სამშობლოში დაიწყო, როგორც კინოსა და თეატრის მსახიობმა, საყოველთაო აღიარება მოუტანა მწერალ სტიგ ლარსონის დეტექტიური ჟანრის პოპულარული წიგნების მიხედვით შექმნილმა შვედურმა კინოტრილოგიამ: „გოგონა დრაკონის ტატუთი“, „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“ და „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“.

„მილენიუმის“ ტრილოგიაში შესრულებული როლის შემდეგ მიკაელ ნიუკვისტი ჰოლივუდში მოღვაწეობდა, სადაც დასამახსოვრებელი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები შექმნა ფილმებში: Mission: Impossible - Ghost Protocol (2011), Disconnect (2012), John Wick (2014), The Colony (2015) და სხვა.

გარდაცვალების შემდეგ, მიკაელ ნიუკვისტის მონაწილეობით რამდენიმე ფილმი გამოვა: მძაფრსიუჟეტიანი ექშენი - Hunter Killer, რეჟისორ ტერენს მალიქის ბიოგრაფიული სურათი - Radegund და რეჟისორ თომას ვინტერბერგის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი-კატასტროფა „კურსკი“, რომლებში თამაშიც მსახიობმა სიკვდილამდე მოასწრო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]