„ეს ოცნებას ჰგავს და ძალიან ბევრს ნიშნავს არამხოლოდ ჩემთვის. ეს მაგალითია მთელს მსოფლიოში მოღვაწე კონემატოგრაფებისთვის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერია შეუძლებელი, მხოლოდ ჩვენი საქმის კარგად კეთება უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა შველიძემ ჯილდოს მიღების შემდეგ.
გიორგი შველიძესთან ერთად Spotlight Award-ზე წარდგენილები იყვნენ ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი ფილმისთვის „მხედარი“ და ფრანკ ვან დენ იდენი ფილმისთვის „გოგონა“.
ASC Awards 9 თებერვალს გაიმართა. წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ASC Awards-ის სხვა ნომინანტებს შორის მოხვდა ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა: Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა.
დრამა „ნამე“ რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა გადაიღო. გიორგი შველიძის გარდა ფილმის ოპერატორი მამუკა ჩხიკვაძეც არის.