ალფონსო კუარონის „რომამ“ 4 ჯილდო აიღო, იორგოს ლანთიმოსის „ფავორიტს“ კი BAFTA-ს დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია ჰქონდა.
„ბრიტანულ ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანი ამერიკელი მონტაჟორი ქალი, სამი ოსკარის მფლობელი თელმა შუნმეიკერი დაჯილდოვდა.
BAFTA-ზე გამარჯვებული 2018 წლის სრულმეტრაჟიან ფილმთა სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი - Roma
საუკეთესო ბრიტანული ფილმი - The Favourite
საუკეთესო რეჟისორი - ალფონსო კუარონი (Roma)
მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი - რამი მალექი (Bohemian Rhapsody)
ქალის საუკეთესო მთავარი როლი - ოლივია კოლმანი (The Favourite)
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი - მაჰერშალა ალი (Green Book)
ქალის მეორეხარისხოვანი როლი - რეიჩელ ვაისი (The Favourite)
საუკეთესო ორიგინალი სცენარი - დებორა დევისი და ტონი მაკნამარა (The Favourite)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - სპაიკ ლი, დევიდ რაბინოვიცი, ჩარლი ვახტელი და კევინ უილმოტი (BlacKkKlansman)
საუკეთესო მუსიკა - ბრედლი კუპერი, ლედი გაგა და ლუკას ნელსონი (A Star Is Born)
საოპერატორო ნამუშევარი - ალფონსო კუარონი (Roma)
მონტაჟი - ჰენკ კორვინი (Vice)
კოსტიუმების დიზაინი - სენდი პაუელი (The Favourite)
მხატვრული გაფორმება - The Favourite
გრიმი და ვარცხნილობა - The Favourite
ვიზუალური სპეცეფექტები - Black Panther
ხმის ეფექტები - Bohemian Rhapsody
საუკეთესო ანიმაცია - Spider-Man: Into the Spider-Verse
საუკეთესო უცხოური ფილმი - Roma (მექსიკა)
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Free Solo (ელიზაბეტ ჩაი ვასარჰელი და ჯიმი ჩინი)
საუკეთესო ბრიტანული დებიუტი - Beast (მაიკლ პირსი, ლორენ დარკი)
ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო - ლეტიცია რაიტი