weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

BAFTA 2019: ცნობილია „ბრიტანული ოსკარების“ გამარჯვებულთა ვინაობა

10:48 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) რიგით 72-ე დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლონდონში, როიალ ალბერტ ჰოლში გაიმართა და 2018 წლის მექსიკური სოციალური დრამა „რომას“ გამარჯვებით დასრულდა. ალფონსო კუარონის შავ-თეთრი ფილმის წლის საუკეთესო სურათად დასახელდა, რაოდენობით ყველაზე მეტი, 7 ჯილდო კი ბრიტანულმა ისტორიულმა ფილმმა „ფავორიტმა“ მოიპოვა.

ალფონსო კუარონის „რომამ“ 4 ჯილდო აიღო, იორგოს ლანთიმოსის „ფავორიტს“ კი BAFTA-ს დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია ჰქონდა.

„ბრიტანულ ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანი ამერიკელი მონტაჟორი ქალი, სამი ოსკარის მფლობელი თელმა შუნმეიკერი დაჯილდოვდა.

BAFTA-ზე გამარჯვებული 2018 წლის სრულმეტრაჟიან ფილმთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი - Roma

საუკეთესო ბრიტანული ფილმი - The Favourite

საუკეთესო რეჟისორი - ალფონსო კუარონი (Roma)

მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი - რამი მალექი (Bohemian Rhapsody)

ქალის საუკეთესო მთავარი როლი - ოლივია კოლმანი (The Favourite)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი - მაჰერშალა ალი (Green Book)

ქალის მეორეხარისხოვანი როლი - რეიჩელ ვაისი (The Favourite)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - დებორა დევისი და ტონი მაკნამარა (The Favourite)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - სპაიკ ლი, დევიდ რაბინოვიცი, ჩარლი ვახტელი და კევინ უილმოტი (BlacKkKlansman)

საუკეთესო მუსიკა - ბრედლი კუპერი, ლედი გაგა და ლუკას ნელსონი (A Star Is Born)

საოპერატორო ნამუშევარი - ალფონსო კუარონი (Roma)

მონტაჟი - ჰენკ კორვინი (Vice)

კოსტიუმების დიზაინი - სენდი პაუელი (The Favourite)

მხატვრული გაფორმება - The Favourite

გრიმი და ვარცხნილობა - The Favourite

ვიზუალური სპეცეფექტები - Black Panther

ხმის ეფექტები - Bohemian Rhapsody

საუკეთესო ანიმაცია - Spider-Man: Into the Spider-Verse

საუკეთესო უცხოური ფილმი - Roma (მექსიკა)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Free Solo (ელიზაბეტ ჩაი ვასარჰელი და ჯიმი ჩინი)

საუკეთესო ბრიტანული დებიუტი - Beast (მაიკლ პირსი, ლორენ დარკი)

ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო - ლეტიცია რაიტი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]