“Replay” – ასე ჰქვია საკონკურსე სიმღერას, რომლითაც 38 წლის მოღერალი ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება. კლიპის გადაღება რამდენიმე დღეში დაიწყება, მისი პრეზენტაცია კი 5 მარტსაა დაგეგმილი.
საკონკურსო სიმღერის ავტორი შვედეთში მოღვაწე წარმოშობით ბერძენი მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინუა. მას ეკუთვნის კვიპროსის 2018 წლის საკონკურსო სიმღერა “Fuego”, რომელმაც 436 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
აქვე გეტყვით, რომ თუ ვინ იქნება საქართველოს რჩეული კონკურსანტი, ცნობილი 2 მარტს გახდება.